კენიაში ნავთობსადგურის აშენება იგეგმება
კენიაში ნავთობსადგურის აშენება იგეგმება
19:11 26.03.2012
კენიის ტერიტორიაზე პირველადი ნავთობის კვალი აღმოაჩინეს.
ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ Tullow Oil, რომელიც კენიაში ნავთობსადგურის  აშენებას გეგმავს, განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნავთობის არსებობა დამტკიცდა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, კენიაში ნავთობის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმა დაადასტურა.

პრეზიდენტის თქმით, ნავთობის მოსაპოვებლად სპეციალური აღჭურვილობის შეძენა უკვე მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ნავთობის არსებობაზე კენიის მეზობელ უგანდასა და სუდანშიც საუბრობენ.

ბეჭდვა