რასმუსენი - ნატო რუსეთში სამხედრო ბაზის გახსნას არ გეგმავს
რასმუსენი - ნატო რუსეთში სამხედრო ბაზის გახსნას არ გეგმავს
18:59 26.03.2012
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია  იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ალიანსმა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა გახსნას.
რასმუსენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას არ აპირებს.
"ჩვენ არ გვაქვს განზრახვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ. არსებობს პრაქტიკული შეთანხმება, რომელიც არამომაკვდინებელი ტვირთების გადატანის საშუალებას გვაძლევს" - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა "რია ნოვოსტის"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ბეჭდვა