იტალია საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება
იტალია საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება
15:30 26.03.2012
იტალიური პროფკავშირი "ჩიჯიელი" მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

საყოველთაო გაფიცვა 31 მარტსაა დაგეგმილი და მისი მიზანი შრომის ბაზრის რეფორმების წინააღმდეგ გალაშქრებაა.

საუბარია იტალიის შრომის კოდექსის მე-18 პუნქტის შეცვლაზე, რომელიც დასაქმებულ იტალიელებს ათეულობით წელია იცავს.

შრომის ბაზრის რეფორმებს იტალია კრიზისის დასაძლევად ატარებს.

ბეჭდვა