სეულში ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა
სეულში ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტი გაიხსნა
14:47 26.03.2012
სეულში მსოფლიო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამიტი გაიხსნა. მასში მსოფლიოს 58 ლიდერი მონაწილეობს.
სამიტი სამხრეთ კორეის პირველმა პირმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, რის შემდეგაც მსოფლიო ლიდერებმა მუშაობა ერთობლივ კომუნიკეზე დაიწყეს.
კომუნიკეში 2010 წლის შემდეგ ტერორიზმთან და ბირთვული მასალების გავრცელების წაინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესი აისახება.
სამიტზე ბირთვული მარაგების შემცირებასა და მსოფლიო ბირთვული საფრთხეებისაგან თავის არიდების გზებზე იმსჯელებენ.
სამიტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. იგი მსოფლიო ლიდერებთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოვა და ქართულ კანონმდებლობაში ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრებს.


ბეჭდვა