ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი დაიღუპა
14:17 26.03.2012
ავღანეთის სამხრეთით ნატო-ს ჯარისკაცთა ჯგუფს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ნატო-ს ძალების სარდლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, ორმხრივი ცეცხლის დროს ნატო-ს ორი ჯარისკაცი და 1 თავდამსხმელი დაიღუპა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა