რუსეთსა და ბელორუსს შორის ავიარეისები შეწყდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ორივე მხარის სურვილი იყო.
რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობამ ბელორუსის ნაციონალურ ავიაგადამზიდავზე გაცემული ნებართვა გააუქმა. შესაბამისად, დღეს მოსკოვიდან მინსკის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა არ შესრულდა.
საპასუხოდ, ბელორუსის "ბელავიის" საავიაციო ხელმძღვანელობამ ყველა რუსული ავიაკომპანიის, მათ შორის, ავიაგადამზიდავების ფრენის ნებართვა შეაჩერა.
