თურქეთმა დამასკოში საელჩო დახურა
თურქეთმა დამასკოში საელჩო დახურა
12:37 26.03.2012
თურქეთმა სირიის დედაქალაქ დამასკოში უსაფრთხოების მიზნით საელჩო დახურა.
თურქეთის საელჩომ სირიაში დღეს დილით მუშაობა იფიციალურად შეწყვიტა - ნათქვამია  საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საელჩოები სირიაში ამერიკამ, ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ყატარმა და ფინეთმაც დახურეს.

როგორც ცნობილია, სირიაში წელიწადზე მეტია ანტისახელისუფლებო გამოსვლები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 8000- ადამიანს გადააჭარბა, ათასობით კი, დევნილად იქცა.

ბეჭდვა