რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დღეს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული მიტინგი ორგანიზატორების დაკავებით დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ლენტა რუ“ ავრცელებს.
პოლიციამ მოძრაობა „ვეფხვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრა რასტორგუევა აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. მისთვის ამის მიზეზი არავის განუმარტავს. გარდა ამისა, პოლიციამ ნევის პროსპექტზე მოსეირნე 10 დემონსტრატიც დაიჭუირა.
დაკავებულებს შორის პეტერბურგის „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი ოლგა კურნოსოვა და „ნაციონალისტი“ ნიკოლაი ბონდარიკი არიან.
ამასთან, დღეს მოსკოვში ვასილევსკის ფერდობზე პოლიციამ არასანქცირებული მიტინგის მოწყობის მცდელობისთვის 30 მოქალაქე დააკავა. მათი უმეტესობა მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრები არიან.
