ალჟირის ჩრდილო-დასავლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 მგზავრი გარდაიცვალა, 32 კი - დაშავდა.
ტრაგედია ალჟირის დედაქალაქიდან 250 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მთიან გზაზე მოძრაობისას მძღოლს მიმართულება აერია და სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
