აშშ და თურქეთი სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს განიხილავენ
აშშ და თურქეთი სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს განიხილავენ
15:03 25.03.2012
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.  სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს სეულში, თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას და საჭირო ცვლილებების განხორციელებაში კოფი ანანის მცდელობებს" - განაცხადა ობამამ.
"ინტერფაქსის" ცნობით, მანამდე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ბენ როდესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ და თურქეთი მზად არიან სირიის ოპოზიციისთვს არასაომარი სახის დახმარების საკითი განიხილონ.
აშშ-სა და თურქეთის ლიდერები სამხეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფებიან. სამიტი საულში 27-28 მარტს გაიმართება.

ბეჭდვა