ყაბარდო-ბალყარეთში სამართალდამცავებმა ტერაქტი აღკვეთეს
ყაბარდო-ბალყარეთში სამართალდამცავებმა ტერაქტი აღკვეთეს
14:26 25.03.2012
ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ხელნაკეთი ნაღმი ქალაქ პიატიგორსკიდან 438-ე კილომეტრზე ფედერალური გზის "კავკაზის" სავალი ნაწილიდან 200 მეტრში აღმოაჩინეს. ნაღმი 20 კილოგრამ ტრორტილს შეიცავდა.
სპეციალური ორგანოს თანამშრომლებმა ხელნაკეთი ნაღმი ადგილზე გააუვნებელყვეს.
ტერაქტის ორგანიზატორების აღმოჩენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბეჭდვა