ავღანეთის სამხრეთში ნაღმის აფეთქებამ ათი სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის ერთი უცხოელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ერთი ჯარისკაცი კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
აფეთქება გუშინ გვიან საღამოს მოხდა, როდესაც ჯგუფი ავტომობილით პატრულირებდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.
