სანკტ-პეტერბურგში ოპოზიციის აქცია დაკავებებით დასრულდა
სანკტ-პეტერბურგში ოპოზიციის აქცია დაკავებებით დასრულდა
18:59 24.03.2012
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული მსვლელობა სანკტ-პეტერბურგში აქციის მონაწილეთა დაკავბით დასრულდა.
,,ინტერფაქსის" ინფორმაციით საპროტესტო აქციაში 2000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.
სანკტ-პეტერბურგისგან განსხვავებით, მშვიდობიანად დასრულდა მოსკოვში პუშკინის მოედანზე გამართული აქცია.
რუსული მედიის ცნობით ოპოზიცია უახლოესი დღეების განმავლობაში რეგიონებში გასვლას და 6 მაისის აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გეგმავს.
მორიგი მასშტაბური აქცია რუსეთში 1 მაისს გაიმართება.

ბეჭდვა