მსოფლიო ლიდერები სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იკრიბებიან
მსოფლიო ლიდერები სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იკრიბებიან
18:10 24.03.2012
ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, რომელიც 26 და 27 მარტს სამხრეთ კორეაში გაიმართება, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.  ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავცელებს.
სეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა უკვე გაემგზავრა. კორეაში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი, რომელიც უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს.
სამიტზე მსოფლიო ლიდერები ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც განიხილავენ.

ბეჭდვა