გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის საბჭომ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის საბჭომ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
13:03 24.03.2012

გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის საბჭომ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 41-მა დელეგატმა დაუჭირა.


რეზოლუციით, გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭო სირიის ხელისუფლების ქმედებებს გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას რუსეთმა, კუბამ და ჩინეთმა მხარი არ დაუჭირეს, ეკვადორმა და უგანდამ კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ადამიანთა უფლებების დაცვის რეზოლუციაში სირიის ხელისუფლების ქმედებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასადაა შეფასებული.


ბეჭდვა