ამერიკელ ჯარისკაცს, რობერტ ბეილსს ავღანეთში, 17 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
მსჯავრდებულს ბრალი - განზრახ მკვლელობის, მუქარისა და გაუპატურების პუნქტით წაუყენეს.
BBC -ის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბეილსს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ბეილსმა 11 მარტს სამხედრო ნაწილი დატოვა და 17 მშვიდობიანი ავღანელი მოკლა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და ქალები.
