პაკისტანში ტერაქტის შედეგად 5 ადამაინი დაიღუპა
პაკისტანში ტერაქტის შედეგად 5 ადამაინი დაიღუპა
10:43 24.03.2012
პაკისტანში წუხელ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.  საინფორმაციო სააგენტო BBC-ის ცნობით, აფეთქება პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში განხორციელდა.
როგორც ამ დროისათვისაა ცნობილი, დაღუპულების უმრავლესობა ექსტრემისტული დაჯგუფება - "ლაშკარ-ისლამის" წევრები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით,თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბების მთავარმა გაერთიანებამ აიღო.

ბეჭდვა