ერაყის ციხიდან 17 პატიმარი გაიქცა
ერაყის ციხიდან 17 პატიმარი გაიქცა
16:33 23.03.2012
ერაყის ციხიდან 17 ბოევიკი პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე პატიმარი "ალ-ქაიდას" ტერორისტული დაჯგუფების წევრია, აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისინი საფრთხეს წარმოადგენენ.

გაქცევის დეტალებზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ერთ-ერთი ვერსიით, პატიმრებმა ფანჯრიდან გადასვლა ზეწრის მეშვეობით მოახერხეს.

ბეჭდვა