ევროკავშირმა ბელორუსს და სირიას სანქცია დაუწესა
ევროკავშირმა ბელორუსს და სირიას სანქცია დაუწესა
15:53 23.03.2012
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბელორუსსა და სირიას სანქციები დაუწესდა.
"ბიბისის" ცნობით, სიაში რამდენიმე ბელორუსი მაღალჩინოსანი, ასევე ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ორი ვაჟი მოხვდნენ. სანქცია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მის მეუღლესაც ეხება.
სანქციის პირობებში, მათ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ შორის საქმე ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.

ბეჭდვა