მედვედევმა ევროპარლამენტის გეგმა მითად შეაფასა
მედვედევმა ევროპარლამენტის გეგმა მითად შეაფასა
14:09 23.03.2012
რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ევროპარლამენტის უსაფრთხოების გეგმას სირიასთან მიმართებაში მითი უწოდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჯერ-ჯერობით ეს მითია, მაგრამ ის რეალობად უნდა იქცეს და ჩვენ ეს რეალობა უნდა შევიგრძნოთ"- განაცხადა მედვედევმა.
ევროპარლამენტი სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
რუსეთის პირველმა პირმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის უსაფრთხოების გეგმის დადებითი შედეგის მისაღებად, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი.

ბეჭდვა