საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ტულუზაში ტერორისტთან მასშტაბური ბრძოლის სერიების შემდეგ, სპეცსამსახურების დაუდევრობაზე მსჯელობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მუჰამედ მერას საფრანგეთის პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში მეთვალყურეობდა, მაგრამ თავდასხმების აცილება მაინც ვერ მოახერხეს.
ასევე ცნობილი გახდა,რომ "ალ-ქაიდას" ბანაკში მიღებული სწავლების გამო, მერა აშშ-ს შავ სიაშიც იყო შესული.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ პოლიციის მუშაობა დადებითად შეაფასა.
23 წლის მოჰამედ მერა ტულუზაში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს, გუშინ იქნა ლიკვიდირებული. ტერორისტს ბრალად 7 ადამიანის მკვლელობა ედებოდა, მათ შორის სამი ბავშვის და ერთი მასწავლებლის.
