რუსი ოპოზიციონერი ილია პონომაროვი რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას ვლადიმერ პუტინის განცხადებების კანონიერების შემოწმებას სთხოვს.
აღნიშნულ საკითხზე, პონომაროვმა გენპროკურორს იური ჩაიკას ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა.
პონომაროვის მიერ გენპროკურატურის სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლები, როგორც საარჩევნო კამპანიისას ისე არჩევნების შემდეგ, შეურაცხმყოფელი და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გამომწვევი შინაარსის იყო.
"გთხოვთ გასცეთ განკარგულება შემოწმდეს პუტინის განცხადებების კანონიერება, მათ შორის მათი შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებთან"- აღნიშნავს წერილში პონომაროვი.
რუსი ოპოზიციონერი განცხადებას ვლადიმერ პუტინის გამოსვლების ამსახველ ჩანაწერებს ურთავს თან.
