ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია
10:28 23.03.2012
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აქმალ ედდინ ეჰსან ოღლუმ განაცხადა, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სირიაში სამხედრო  ინტერვენციის წინააღმდეგია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ირნა" ავცელებს.

ეჰსან ოღლუმ ლიბიაში, ერაყში, სომალისა და ავღანეთში ინტერვენციის საკითხზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენციამ სისხლისღვრა, უდიდესი ფინანსური დანახარჯი და ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია.

მან იმედი გამოთქვა, რომ სირიაში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ბეჭდვა