ტერორისტი მუჰამედ მერა პოლიციის შტურმის დროს გარდაიცვალა.
BBC ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა.
ტულუზაში სპეცოპერაცია, რომელიც 32 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ტერორისტი მუჰამედ მერა გარდაცვლილია. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კლოდ გეანმა გააკეთა. სპეცოპერაცია ორი დღის განმავლობაში მერას საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობდა.
სამინისტროს ცნობით, იგი "ალ-ქაიდას" წევრია.
საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ტულუზაში ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს მოჰამედ მერამ ცეცხლი 19 მარტს გაუხსნა. დაიღუპა 3 მოსწავლე და მასწავლებელი.
