ტერორისტი მუჰამედ მერა გარდაცვლილია. ამის შესახებ ტულუზის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ.
ამ ეტაპზე უცნობია რა ვითარებაში გარდაიცვალა ტერორისტი - იგი სამართალდამცავებმა მოკლეს თუ თავი მოიკლა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამართალდამცავები ტულუზაში ტერორისტის სახლში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
სპეცოპერაცია ტერორისტის დასაკავებლად გუშინ დაიწყო.
მუჰამედ მერამ რამდნეიმე დღის წინ ებრაულ სკოლაზე თავდასხმის შედეგად 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
