მალიში ამბოხებული სამხედროები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.
მალის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა BBჩ-ისთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო
გადატრიალება მოხდა.
გადატრიალების მიზეზი, ქვეყნის ჩრდილოეთით მომხდარ შეიარაღებულ ამბოხზე ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია გახდა.
BBჩ ცნობით, სამხედროებმა ბამაკოში პრეზიდენტის სასახლე იერიშით აიღეს. შტურმს ამბოხებულებსა და მთავრობის მომხრეებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდა, თუ არა ამ დროს პრეზიდენტი სასახლეში.
პრეზიდენტის სასახლეზე იერიშის მიტანამდე არმიამ სახელმწიფო ტელევიზია აიღო. შედეგად ტელე და რადიო მაუწყებლობა გარკვეული დროით შეწყდა. მოგვიანებით კი, მუშაობა განახლდა.
საფრანგეთმა მალის არმიას და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.
