ევროკავშირი ირანს, სირიას და ბელორუსს სანქციების დაწესებას უპირებს
ევროკავშირი ირანს, სირიას და ბელორუსს სანქციების დაწესებას უპირებს
12:46 22.03.2012
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ირანს, სირიას და ბელორუსს სანქციების დაწესებას უპირებს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაიმართება.

ევროკავშირი მხარს არ უჭერს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას, დიმიტრი კონოვალენკოს სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელსაც 2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროსადგურ "ოქტიაბრსკაისათან" ტერაქტის მოწყობა ედება ბრალად. ტერაქტმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით კი - დაიჭრა.

შესაძლოა, დღევანდელი სხდომის შემდეგ ევროკავშირის "შავი სია" გააფართოვდეს და მასში ბელორუსი, სირიისა და ირანის გვერდით აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილია, "შავ სიაში" შესული ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.


ბეჭდვა