სამართალდამცავებმა ტულუზაში ტერორისტთან კავშირი დაკარგეს
სამართალდამცავებმა ტულუზაში ტერორისტთან კავშირი დაკარგეს
12:44 22.03.2012
საფრანგეთის სამართალდამცავებმა ტულუზაში ტერორისტთან კავშირი დაკარგეს.
ისინი უკვე მეორე დღეა ებრაულ სკოლაზე თავდამსხმელი ტერორისტის დაკავების მიზნით სპეცოპერაციას  ახორიელებენ. მუჰამედ მერაჰი პოლიციას დაპირებისამებრ გუშინ უნდა ჩაბარებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
ინფორმაცია ტერორისტის სიცოცხლეზე ჯერჯერობით უცნობია. მერაჰიმ პოლიციას განუცხადა, რომ "იარაღით ხელში მოკვდებოდა".
უსაფრთხოების მიზნით, გუშინ ტერორისტის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.
სკოლაზე თავდასხმის შედეგად მერაჰიმ სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ბეჭდვა