გაერო-ს უშიშროების საბჭომ კოფი ანანის გეგმას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ კოფი ანანის გეგმას მხარი დაუჭირა
11:40 22.03.2012
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმას მხარი დაუჭირა.  ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სირიაში გაერო-ს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებისკენ მოუწოდებს. 

BBC ინფორმაციით, კოფი ანანი გაერო-ს სპეციალურ წარმოადგენლად დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა. 

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნით, დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე წელიწაზე მეტია მიმდინარეობს. 

არეულობას 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დევნილად იქცა.

ბეჭდვა