ოსმალეთის მიერ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი კონგრესში შევიდა
ოსმალეთის მიერ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი კონგრესში შევიდა
12:08 21.03.2012
აშშ-ის კონგრესში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შევიდა.

პროექტის ავტორები რესპუბლიკელი სენატორი მარკ კირკი და სენატორი რობერტ მენენდესი არიან.

"სომხების გენოციდი კარგად დოკუმენტირებულია და ეს ნატო-სა და ევროკავშირის 11-მა მოკავშირე ქვეყანამ აღიარა" - განაცხადა კირკმა.

როგორც ცნობილია, კონგრესში ამ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირების მცდელობას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა, უშედეგოდ.

ბეჭდვა