ევროკავშირმა მისი უმაღლესი წარმომადგნელის ქეტრინ ეშტონის განცხადება, ტულუზაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, გამოასწორა.
აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ეშტონმა ტულუზაში ებრაულ კოლეჯში ბავშვების მკვლელობა ისრაელის ჯარების მიერ პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს შეადარა. აღნიშნულ განცხადებას ისრაელის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ევროკავშირის წარმომადგენელთა განმარტებით, ეშტონის განცხადება არასწორად იქნა აღქმული, რადგან იგი ზოგადად მსოფლიოში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტებზე საუბრობდა და არა კონკრეტულ თემაზე.
მიუხედავად ამისა, ეშტონის სიტყვას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.
