პარიზში ინდონეზიის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
პარიზში ინდონეზიის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
11:20 21.03.2012
პარიზში ინდონეზიის საელჩოსთან გამთენიისას აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ დაინახეს 3 უცნობი პირი, რომლებმაც საელჩოს შენობასთან საეჭვო პაკეტი დატოვეს. დიპლომატიური მისიის თანამშრომელმა აღნიშნული პაკეტი აიღო და გადაისროლა, აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ცნობები არ გავრცელებულა დაშავებულთა შესახებაც. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა