მექსიკაში მიწისძვრამ 800-მდე სახლი დააზიანდა
მექსიკაში მიწისძვრამ 800-მდე სახლი დააზიანდა
10:54 21.03.2012
მექსიკის კურორტ აკაპულკოსთან ახლოს, წყნარი ოკეანის სანაპიროზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი გორეროს შტატის ქალაქ ომეტეპეკიდან 25 კილომეტრის მოშორებით იყო.
მიწისძვრამ 800-მდე სახლი დააზიანა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მექსიკის ხელისუფლება ომეტეპეკის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებს ნანგრევებში მოყოლილთა გასათავისუფლებლად.

ბეჭდვა