გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შეფასებით, სირიაში არსებული ვითარება მიუღებელი და დაუშვებელია.
მისი თქმით, სირია დღეს "მსოფლიო თანამეგობრობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს" წარმოადგენს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოწოდებას შეუერთდა, რომელიც ჰუმანიტარული პროცესის ხელშეწყობისთვის სირიაში ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სირიის მთავრობას და მასთან დაპირისპირებულ ყველა შეიარაღებულ ჯგუფს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.
გაეროს მონაცემებით, 12 თვიანი დაპირისპირების შედეგად, სირიაში 8 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
