ნორვეგიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის შვეიცარიელი და ფრანგი
მოთხილამურეები არიან.
ჩამოწოლილი თოვლის მასისთვის თავის დაღწევა ჯგუფის ხუთმა წევრმა მოახერხა. მათ მეგობრების გადარჩენა მაშველებთან ერთად სცადეს, თუმცა, რთული პირობების გამო, ვერ მოახერხეს.
ნორვეგიის მაღალმთიანი რეგიონი, სადაც ინციდენტი მოხდა, მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
