საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ტულუზაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საფრანგეთში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ებრაულ კოლეჯთან მომხდარ თავდასხმას, რომელსაც სამი არასრულწლოვანი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა, პრეზიდენტმა სარკოზიმ ეროვნული ტრაგედია უწოდა.
ტულუზაში დაღუპულ ბავშვებს და მასწავლებელს საფრანგეთი გლოვობს. ათასობით ადამიანი დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად პარიზის ქუჩებში გამოვიდა.
გამოძიება მკვლელობას რასისტულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს. ამ ინციდენტს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
პოლიციის ვარაუდით, ტულუზას ტრაგედია და გასულ კვირას, ქვეყნის ორ სხვადასხვა ადგილას ჯარისკაცების მკვლელობა, ერთი ადამიანის ნამოქმედარია.
