მედვედევი - ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდება
მედვედევი - ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდება
10:51 20.03.2012
ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერები ახალი გაერთიანების - ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს გააფორმებენ. ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის პირველმა პირმა ეს განცხადება მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სამიტზე რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი, მათ შორის - შეთანხმებას "ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობის დაწყების შესახებ".

სამიტში მონაწილეობდნენ ბელორუსის, ყირგიზეთის, რუსეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ასევე დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის პირველი პირები.

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის შემდეგი სამიტის გამართვა მაისში დაიგეგმა.

ბეჭდვა