ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
16:12 19.03.2012
ავღანეთში 11 მარტს მომხდარი მშვიდობიანი მოქალაქების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა.
ჩინური მედია ავღანეთის საკანონმდებლო ორგანოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდონით იუწყება, რომ 16 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში არა ერთი, არამედ 20-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა.
მათი განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ავღანელების სახლებს ორ ჯგუფად დაესხნენ. სპეციალური საგამოძოებო კომისიის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ჯარისკაცებმა ორი ქალიც გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს ამერიკელმა ჯარისკაცმა სამხედრო ბაზა დატოვა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა. სროლების შედეგად 16 ავღანელი იქნა მოკლული.

ბეჭდვა