საფრანგეთის ებრაულ სკოლასთან მშვიდობიან მოქალაქეებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედები მოტოციკლით მოძრაობდნენ და მიმალვა მოახერხეს.
პოლიციამ დაშავებულთაგან ერთი ადამიანის გარდაცვალება უკვე დაადასტურა. დაჭრილია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.
გასულ კვირას საფრანგეთის ამავე რეგიონში 3 სამხედრო პირი მოკლეს.
"ფრანს პრესის" მონაცემებით, საფრანგეთში 700 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს. ამდენად, საფრანგეთის ებრაული საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ევროპაში.
