აშშ-ი "არაბული გაზაფხულით" შთაგონებული მომიტინგეები დააკავს
აშშ-ი "არაბული გაზაფხულით" შთაგონებული მომიტინგეები დააკავს
13:10 19.03.2012
აშშ სამართალდამცავთა ინფორმაციით მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტის" მიერ ორგანიზებული მსვლელობის შემდეგ 70 ადამიანი დააკავეს.
"არაბული გაზაფხულით" შთაგონებული საპროტესტო მოძრაობა, რომელიც 6 თვის წინ შეიქმნა, აშშ-ს ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული.
უკმაყოფილო აქტივისტების თქმით, აღნიშნული პოლიტიკა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობას ზრდის.
მოძრაობა "დაიკავეს" მონაწილეების მიერ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში გაშლილი კარვების ქალაქი პოლიციამ დაშალა.

ბეჭდვა