აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი ფრანცისკო გუტიერესი გახდა
აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი ფრანცისკო გუტიერესი გახდა
12:00 19.03.2012
აღმოსავლეთ ტიმორის მოქმედი პრეზიდენტი ხოსე რამოს ჰორტა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 18%-ით მხოლოდ მესამე ადგილი მოიპოვა.
ხოსე რამოს ჰორტას "აღმოსავლეთ ტიმორის თავისუფლების რევოლუციური ფრონტის" ლიდერმა ფრანცისკო გუტიერესმა აჯობა. მან ხმათა 27%-ი მიიღო, ხოლო ტიმორის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჟოზე მარია დე ვასკონსელოსმა - 17%-ი.
აღმოსავლეთ ტიმორის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 19 მაისიდან შეუდგება.

ბეჭდვა