მოსკოვში სტავროპოლის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის დროს სამი მოქალაქე დაშავდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა გაურკვეველი მიზეზით, ქუჩაში მიმავალ ქალბატონს ხელი ჰკრა, მის მეუღლეს კი - რამდენჯერმე ესროლა. საპასუხოდ, ქალბატონის მეუღლემ თავდამსხმელს ტრავმატული იარაღიდან ფეხებში ესროლა.
მოგვიანებით, სასწრაფო დახმარების მეშვეობით სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
