იტალიაში არსებულ ვულკან " ეტნა"-ზე კვამლის სიმაღლე უკვე 7 კილომეტრს აღწევს.
იტალიის ყველაზე საშიშმა ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა და ამოფრქვევა დაიწყო.
ექსპერტების თქმით, გააქტიურებული ვულკანი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვეულებრივ მუშაობს კატანის საერთაშორისო აეროპორტიც.
წელს, იტალიაში ეს უკვე ვულკანის ამოფრქვევის მეოთხე შემთხვევაა.
