რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა 31 მარტს მიტინგის გამართვის შესახებ მოსკოვის მერიაში განცხადება შეიტანეს.
ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას მოითხოვს , რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფალი ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.
"დრუგაია რასიას" აქტივისტების განცხადებით, მიტინგი 31 მარტს 18:00 საათზე დაიწყება.
აქციის მსვლელობისას დემონსტრანტები 4 მარტს რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც გააპროტესტებენ.
