იემენში ამერიკელი მასწავლების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდას" იემენურმა ორგანიზციამ აიღო. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ორმა უცნობმა პირმა დღეს მოტოციკლიდან დაცხრილა. გარდაცვლილი იემენის სიდიდით მეორე ქალაქ ტაიზიში შვედურენოვანი ცენტრის დირექტორის შემცვლელი იყო.
12 მარტს იემენში შვეიცარიის 32 წლის მოქალაქეს დაესხნენ თავს, რომელიც ჰოდეიდეს ენის ცენტრში მუშაობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული თავდასხმის უკანაც "ალ-ქაიდა" იდგა.
"ალ-ქაიდას" იემენური ორგანიზაცია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანად ითვლება. განსაკუთრებით აქტიური ორგანიზაცია მას შემდეგ გახდა, რაც იემენის პრეზიდენტმა აბდულა მანსურ ჰადიმ მის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო.
