სირიაში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი დაიღუპა.
ინცინდენტი იარმუკის ბანაკში მოხდა, რომელიც სირიის დედაქალაქ დამასკოდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
აფეთქებამ გარშემო მყოფი რამდენიმე ავტომობილი დააზიანა და შენობების მინები ჩაამსხვრია.
წინასწარი მონაცემებით, ლტოლვილთა ბანაკში არავინ დაშავებულა. იარმუკის ბანაკი 2,1 კვ.კმ ფართობზეა განთავსებული და სირიაში მდებარე პალესტინის ლტოლვილთა ბანაკებიდან ყველაზე დიდია. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ბანაკში ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სირიის დედაქალაქ დამასკოში ორი აფეთქება გუშინაც მოხდა, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.
სირიაში რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.
