გერმანიაში დღეს ახალ პრეზიდენტს ქვეყნის ფედერალური კრების წევრები აირჩევენ.
დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატად 72 წლის იოაკიმ გაუკი
მოიაზრება. იგი პასტორი იყო, შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოსვლებით ცნობილი გახდა.
გაუკის მთავარი კონკურენტი 73 წლის ჟურნალისტი ბეატ კრასფელდია.
გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დატოვა. ამჟამად იგი მონასტერში იმყოფება, მის საქმეს კი - პროკურატურა იძიებს.
გერმანიაში პრეზიდენტს ქვეყნის ფედერალური კრება ირჩევს. მასში ბუნდესტაგის დეპუტატები და 16 ფედერალური მხარის წარმომადგენლები შედიან. ხმის მიცემის პროცედურა ფარულია.
