მოსკოვში აქციაში მონაწილე დემონსტრანტები დააკავეს
მოსკოვში აქციაში მონაწილე დემონსტრანტები დააკავეს
15:01 17.03.2012
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დღეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი დაკავებული ბიზნესმენის ალექსეი კოზლოვისა და ჯგუფ "Pussy Riot"-ისთვის მხარდაჭერის გამოსახატად შეიკრიბნენ.
რუსმა სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მათი ინფორმაციით, აქცია სათანადო ორგანოებთან შეთანხმებული არ ყოფილა, ორგანიზატორთა განცხადებით კი, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ის არ იყო მასშტაბური ხასიათის და აქედან გამომდინარე, მათ უფლება ჰქონდათ დამოუკიდებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშე ემოქმედათ.
დაკავებულთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბეჭდვა