ბელორუსში ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ვლადისლავ კოვალევი სიკვდილით დასაჯეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ვლადისლავ კოვალევს ბრალად მინსკის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების ორგანიზება ედება, რომლის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, 200 მეტი კი დაშავდა.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კოვალოვის შეწყალებაზე უარი განაცხადა, რის შემდგომაც სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
შვილის დასჯის შესახებ, კოვალევის დედამ ლუდმილა კოვალევამ ოფიციალური ცნობა დღეს მიიღო.
