ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა "BBC"- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტი ავღანურ მხარესთან, 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიებაში სათანადოდ არ თანამშრომლობდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამერიკის მოქალაქის ვინაობა ამ დროისათვის უკვე დადგენილია. ბრალდებული სამხედრო ფორტ - ლივენუორტის ბაზის სამხედრო საპყრობილეშია გადაყვანილი.
